Digest Logo

ვეტერინარული მანიპულაციები 4 249 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა

1761051675
ვეტერინარული მანიპულაციები

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილია 4249 ძაღლი/კატა.

ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი მანიპულაციები:

*ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 4249 ძაღლი/კატა;

*სტერილიზაცია/კასტრაცია ჩაუტარდა 4019 ცხოველს;

*იდენტიფიცირდა/საყურე ნიშნით დაითაგა 4221;

*ბუნებრივ გარემოში დაბრუნდა 4019.

*230 ძაღლი/კატა ამჟამად იმყოფება თავშესაფარში და ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, ვაქცინაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.

აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას ადამიანისა და ცხოველებისთვის.

პროგრამა აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს და ბორჯომის მუნიციპალიტეტს მოიცავს.პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩვენს ცხოვრებაში ერთი და იგივე, განმეორებადი სიტუაციები ყოველდღიურობაში თამაშდება...“ - როგორ და საიდან იწყება ჰარმონიული დღე?

„როგორც კი ადამიანებს არ მოსთხოვ სიყვარულს, პატივისცემას, უცოდველობას - დაიწყება შენი ურთიერთობების დალაგება“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„პარტნიორთან ჯანსაღი ურთიერთობა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს“ - ექიმი ნინო ჩოგოვაძე მენტალურ ჯანმრთელობაზე