ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბაიკერი დაიღუპა. შემთხვევა ქუთაისის გასასვლელში, სამტრედიის გზაზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ბაიკერი ბადრი იობიძეა.
„არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, დღევანდელი დღე სულ სხვანაირი წარმომედგინა... ბადრიკო, მშვიდობით განისვენე“;
„ჩვენს ბავშობასთან ერთად შენც ვერასდროს დაგივიწყებ, ჩემო ბადრიკო, ძალიან მატკინე გული...“ - წერენ დაღუპულის ახლობლები.

ასევე დაგაინტერესებთ: