Digest Logo

🎥 ნანუკა სტამბოლიშვილის პირველი კომენტარი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვების შემდეგ

1740466767
ნანუკა სტამბოლიშვილი

24 თებერვალს „იმედის“ მაყურებელმა გამორჩეული მეგაშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალი იხილა.

მეცამეტე სეზონის ფინალისტები იყვნენ მომღერალი ანი კეკუა და ოთო წიკლაური, მომღერალი მარიამ შენგელია და სანდრო საბაძე, მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი და რატი გაჩეჩილაძე. 

გადაცემა ულამაზესი ცეკვებითა და დეკორაციებით, წლევანდელ კონკურსანტებთან ერთად, შოუს ყოფილმა მონაწილეებმაც გააფორმეს.

გამოვლინდა გამარჯვებულიც - „ცეკვავენ ვარსკვლავები“ 2025 -ის გამარჯვებული მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი გახდა. მას საჩუქრად ბინა გადასცეს.

მსახიობმა გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

„ძალიან დიდ მადლობას გიხდით, უღრმესი მადლობა თითოეული ზარისთვის, ესემესისთვის. 

ძალას გვაძლევდით მთელი ეს პერიოდი, ბოლომდე მოგვყევით და ბოლომდე დაგვიდექით გვერდში. 

ძალიან, ძალიან მიყვარხართ“, - ამბობს ნანუკა ნანუკა სტამბოლიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „იქნება დაბნელებები და ასევე ნეპტუნი, უზენაესი პლანეტა, შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს...“ - მარტის ენერგიების მიმოხილვა მარიამ შუკაკიძისგან

🎥 წონის კლების საშიში მეთოდი და რადიკალურად შეცვლილი ჰოლივუდის ვარსკვლავები - სამედიცინო სფეროს სპეციალისტების გაფრთხილება

🎥 5 ფერი, რომელიც გაზაფხულზე ყველაზე პოპულარული იქნება