Digest Logo

„ნასვამი იყო და ჩემს მეუღლეს აუშარდა, მანქანას აქ რატომ აჩერებო... მამუკას უთქვამს მერე ვისაუბროთო, ისინი მეგობრები არ იყვნენ“ - რას ამბობს აშშ-ში სასტიკად მოკლული ქართველის მეუღლე?

1695805406
აშშ-ში სასტიკად მოკლული ქართველი

ბრუკლინში 43 წლის ქართველი ავტომობილის პარკირების გამო მოკლეს - პირველი ინტერვიუ ამერიკაში სასტიკად მოკლული მამუკა ყულოშვილის ოჯახთან „პირველებმა " ჩაწერა.

გარდაცვლილის მეუღლე ამბობს რომ მკვლელობაში ბრალდებული და მისი ქმარი ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ და დანაშაულიც იმავე სახლის ეზოში ავტოსადგომზე მოხდა.

მამუკა ყულოშვილს დანა 15 ჯერ ჩაარტყა და ტერიტორია დატოვა. მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ხაჟალიაა. მის საქმეს ბრუკლინის სასამართლო უკვე  იხილავს. 

„ჩემი მეუღლე მუშაობდა, დილით მიდიოდა, საღამოს ბრუნდებოდა. სახლში მისულს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გიორგი ხაჟალია აუშარდა - მანქანას აქ რატომ აჩერებო.

მამუკას უთქვამს, დაღლილი ვარ, დილით ვისაუბროთო. ამას დაუთრევია, უგინებია, ამის შემდეგ მოუვიდათ შეკამათება.

მამუკა მკვლელთან არ მეგობრობდა, პირიქით, რადგან ხაჟალიას მკვლელის, ნარკომანის ვიზუალი ჰქონდა, იმ სახლის დატოვებასაც გეგმავდა ",- ამბობს ნანიკო ჯერენაშვილი.

სისხლიანი დაპირისპირება ქართველებს შორის ნიუ იორკში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 43 წლის კაცის მკვლელობისთვის ასევე ქართველია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ხაჟალიამ მეზობელს 15 ჭრილობა დანით მიაყენა.

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „დოისთან მინდა მხოლოდ მუშაობა, მასზე ვგიჟდები, მაგრამ მას არუნდა ჩემთან მუშაობა, ამ ჩემ ფეხებს“ - გიორგი ყიფშიძე

🔵 🎥 „ბევრი აკრძალვებია ჩვენთან, არის შიდა კანონები... ეს ძველი დროიდანაც მოდის და მეც გავამკაცრე კიდევ ბოლო პერიოდში“ - რა ამბობდა ნინო სუხიშვილი ანსამბლში არსებულ დისციპლინაზე?

🔵 🎥 „ქალები არიან ყველაზე დედა მოტ**ული არსებები, მათ გამო უდანაშაულო მამაკაცებს იჭერენ და რომ გამოვლენ ციხიდან, რას უზამენ ამ ქალებს თქვენ თვითონ მიხვდით“ - ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის სკანდალური განცხადება

წყარო: tvpirveli.ge