Digest Logo

🎥 „ნათიას მე დავარქვი ჩემი შეცდომების გასწორება“ - ზაზა კოლელიშვილი მეუღლეზე

1777837391
ზაზა კოლელიშვილი

მსახიობი ზაზა კოლელიშვილი სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახსა და მეუღლეზე ისაუბრა:

„ცხოვრებას ჩავუფიქრდი. აქ უდავოდ იყო ღმერთის ერთი საჩუქარი, რომელსაც ჰქვია ნათია. ნათიას მე დავარქვი ჩემი შეცდომების გასწორება. მე რაღაცა შეცდომას დავუშვებდი, ნათია კიდევ ყველანაირად ცდილობდა შეემსუბუქებინა. საოცარი რამე ხდებოდა, თორემ არც ეს გადაცემა იქნებოდა და მრავალი სხვა როლი და წარმატებაც. ვიქნებოდი ატეხილი „სამგლე გოჭივით“.

იმდენად მიყვარდა ნათია, ნათქვამი მაქვს ფრაზა: გმირი დედა რომ იყოს მაინც მოვიყვან ცოლად მეთქი. ჩვენ რა ოჯახიც შევქმენით, ოჯახი იმდენად კარგი იყო, სითბო იყო, სიყვარული იყო“, - ამბობს ზაზა კოლელიშვილი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ერთი რამ ვიცი, ზაზა კოლელიშვილი ღვთის მოშიში გახდა“ - რას ჰყვება ლეგენდარული მსახიობი „ნოესთან“

🎥 10 ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა ინსულინზე რეზისტენტული იყოთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

⭕„ღირსეულად დახუჭე თვალები“ - თათია შარანგია სამწუხარო ამბავს გვიზიარებს