„პრეზიდენტ ზელენსკის ხისტი პოზიცია და მისი ზუსტი ფორმულირებები ადრეც და მიმდინარე ვილნიუსის სამიტზეც, რომ უკრაინა გარდაუვალად უნდა მიიღონ NATO-ში, არის აბსოლუტურად გამართლებული და იწვევს აღფრთოვანებას“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ბუქარესტის სამიტის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც NATO-ს წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს ბუნდოვანმა პოზიციამ განაპირობა ომი საქართველოში და შედეგად ტერიტორიების დაკარგვა, ყირიმის დაპყრობა და აგრეთვე სრულმასშტაბიანი, დაუნდობელი, სისხლიანი ომი უკრაინაში, რომელიც დღესაც გრძელდება.
პრეზიდენტ ზელენსკის ხისტი პოზიცია და მისი ზუსტი ფორმულირებები ადრეც და მიმდინარე ვილნიუსის სამიტზეც, რომ უკრაინა გარდაუვალად უნდა მიიღონ NATO-ში, არის აბსოლუტურად გამართლებული და იწვევს აღფრთოვანებას.
საჭიროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: