Digest Logo

ნეაპოლიტანური გამოცემა CalcioNapoli24: „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს თორნიკე კვარაცხელიას კანდიდატურა შესთავაზეს - „ნაპოლი“ მას უკვე დიდი ხანია დიდი ყურადღებით აკვირდება

1777650179
თორნიკე კვარაცხელიას

საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანა უკვე დიდი ხანია ეძებს პერსპექტიულ ფეხბურთელს, რომელსაც საკუთარი სიტყვის თქმის პოტენციალი ექნება - ბოლო კვირების განმავლობაში, „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს თორნიკე კვარაცხელიას კანდიდატურა შესთავაზეს, - წერს ნეაპოლიტანური სპორტული გამოცემა CalcioNapoli24-ი.

„თორნიკე ხვიჩას ძმაა. საუბარია 2010 წელს დაბადებულ მოთამაშეზე, რომელიც საქართველოში, თბილისის „დინამოს“ მეორე გუნდში თამაშობს. თავისი უფროსი ძმის მსგავსად, თორნიკეც მარცხენა ფლანგზე თამაშობს და 7-ნომრიან მაისურს ატარებს. მათი ტექნიკური მახასიათებლები ძალიან ჰგავს ერთმანეთს“, - აღნიშნავს გამოცემა.

„მას უყვარს დრიბლინგი, ფიზიკურ ძალას კი სისწრაფეს უხამებს, რაც მას ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერსპექტიულ მოთამაშედ აქცევს. თორნიკე ორივე ფეხით - როგორც მარჯვენათი, ისე მარცხენათი - ერთნაირად კარგად ურტყამს. მას უკვე აქვს საქართველოს U16 და U17 ნაკრებებში თამაშის გამოცდილება“, - ნათქვამია სტატიაში.

„ნაპოლი“, ჯოვანი მანას ხელმძღვანელობით, მას უკვე დიდი ხანია დიდი ყურადღებით აკვირდება. ეს იდეა სპორტულ დირექტორს რამდენიმე შუამავალმა მიაწოდა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „სირცხვილია! ჩემს თავს არ ვაკადრებდი ამას... რეალობა სხვანაირად იყო და ამას მალე მოვყვები“ - ენი გასიევა ყოფილ გერს პასუხობს

„არ სუნთქავდა და პულსი არ ესინჯებოდა...“ - როგორ გადაარჩინეს ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე სასწრაფოს ექიმებმა თბილისში

🚫რატომ არ უნდა გქონდეთ სახლში გაჩერებული საათი? - „შავი ხვრელი“, რომელიც ისრუტავს ოჯახის წევრების სასიცოცხლო ძალას“

წყარო: imedinews.ge