Digest Logo

„ნებისმიერი ჩეჩენი ან დაღესტნელი მოყვარული მოუგებს“ - არმან ცარუკიანი ილია თოფურიაზე

1793634662
არან ცარუკიანი

არმან ცარუკიანმა ილია თოფურიას შესახებ მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ის მარტივად დაამარცხებს UFC-ის ორი დივიზიონის ქართველ ჩემპიონს და ამის გარდა, მას ნებისმიერი დაღესტნელი ან ჩეჩენი მოყვარული მებრძოლიც კი გაუმკლავდება.

„არ ვფიქრობ, რომ თოფურიას სისწრაფეში ჩამოვრჩები. როგორ შევძლებ მის დამარცხებას? მუდმივად შევიცვლი ტაქტიკას და ჭიდაობას მოვუმატებ. ილია ვერ გაუძლებს ჩემს თეიქდაუნებსა და იმ ტემპს, რომელსაც მას დავუპირისპირებ. ის ამ ყველაფერს უბრალოდ ვერ აიტანს. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ.

თოფურია მხოლოდ კრივში ვარჯიშობს და თუ ჭიდაობს, მხოლოდ გაურკვეველ სპარინგ პარტნიორებთან. თუ ჩაიყვანთ მას ჩეჩნეთში ან დაღესტანში, ნახავთ, რომ ილიას ნებისმიერი მოყვარული მებრძოლი მოუგებს. ის სულაც არაა ზებუნებრივი შესაძლებლობების“, - განაცხადა სომეხმა სპორტსმენმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ იღბლიანი დღეები - 2026 წლის ნოემბერში: თაკო მელიქიშვილი ასახელებს

⭕ სიმპტომები, რომლის დროსაც გულს ყურადღება უნდა მივაქციოთ - „ვეღარ უმკლავდება დატვირთვას...“

⭕„სცენა განათებულია, დარბაზი ნახევრად ცარიელია“ - რას გვიქადის იუპიტერის ლომში შესვლა: კატო მაყაშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

წყარო: lagazzetta.ge

✕