
„ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ თვალით დანახული უშგული, როგორც საუკეთესო ადგილი 2024 წელს სამოგზაუროდ და შთაბეჭდილებები სვანეთზე - ექსკლუზიური ინტერვიუ ფოტოგრაფ ცირილ იაზბეცთან იმედის „დილამ მოამზადა“.
„პირველად საქართველოს შესახებ მეგობრებისგან გავიგე. რედაქტორთან ერთად განვიხილავდი როგორ უნდა გადაგვეღო სტატიისთვის 2024 წლის საუკეთესო ადგილები და ასე გადაწყდა ჩემი ჩამოსვლა.
ორი კვირა ვიყავი მესტიაში და უშგულში. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა საქართველო შემიძლია სტუმართმოყვარეობით გამოვყო.
გამაოცა არქიტექტურამ და ლანდშაფტმა. ეს ამბავი „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ორ გარეკანზე მოხვდა და შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ლამაზი ისტორიაა, რაზედაც ბოლო წლებში ვიმუშავე“, - ამბობს ცირილ იაზბეცი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: