Digest Logo

🎥 „ნიკა გვარამიას შეწყალება კარგია, მაგრამ...“ - ლიზა იასკო სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

1687527298
ლიზა იასკო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.

გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ამ ამბავს უკრაინელი პოლიტიკოსი - ლიზა იასკო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საჭიროა საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილიც შეიწყალოს.

„ჩემი მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამიას შეწყალება კარგია, მაგ­რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც უნდა შეიწყალოს იმის­თვის, რომ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების დეპოლარიზაცია გახდეს შესაძლებელი, არის მიხეილ სააკაშვილი. 

ვიცი, რომ ძალიან რთულია თქვენ­თვის და დიდი წნეხის ქვეშ ხართ, მაგ­რამ არსებითი მნიშვნელობა აქვს სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას.

მან დიდი ფასი გადაიხადა, ჯანმრთელობა დაკარგა. დროა, გადადგათ ეს ნაბიჯი და შეიწყალოთ სააკაშვილი.

ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებს!“, - წერს იას­კო.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lisa Yasko (@lisa_yasko)

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რისიც ყველაზე ძალიან გეშინიათ, ზუსტად ის უნდა გააკეთოთ! შიშში გავლის მერე რომ ემოციაა, ეგაა ცხოვრება“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი

„ნიკა შენს თავისუფლებას გაუმარჯოს!!! ბედნიერი ვარ! ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა ამ გადაწყვეტილებისთვის“ - ინგა გრიგოლია

🎥 ტელეწამყვანების რეაქცია, როდესაც პირდაპირ ეთერში შეიტყვეს, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა