Digest Logo

ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა - „წარსულს ვტოვებ წარსულში“

1701969847
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიას ტოვებს.

ამის შესახებ განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში, მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი პრინციპები ყოფილიყო გამარჯვებული „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ დამხვდა ყრუ კედელი. ქვეყანაში არსებულ გახრწნილ პოლიტიკურ სისტემაში პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ამორალობა აქციონ პოლიტიკურ სტანდარტად...

არ მჯერა, რომ ფულის დამარცხება შესაძლებელია ფულით. არ მჯერა, რომ ოდესმე ვინმე შეძლებს პოლიტიკური კორუფციის დამარცხებას, პოლიტიკური კორუფციითვე, არ მჯერა, რომ უღირსობას ვინმე დაამარცხებს უღირსობით.

ეს არ არის ის, რისთვისაც ვიბრძოდი და ვაპირებ ბრძოლას მომავალში. სამწუხაროდ, „ნაციოანლურმა მოძრაობამაც“ საკუთარ სტანდარტად აქცია არაფორმალურ მართვა და კულუარული გავლენები, საკუთარ სტანდარტად აქცია განსხვავებული აზრის დევნა, საკუთარ სტანდარტად აქცია დემოკრატიისთვის კარის დაკეტვა და პოლიტიკითა და პოლიტიკით ვაჭრობა.

მივდივარ თუ არა? დიახ, მივდივარ წინ, მომავლისკენ. წარსულს ვტოვებ წარსულში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მას თავის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ გაუვრცელებია.  

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „როგორ ვამაყობ ასეთი დედამთილი რომ მყავს“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თამო ვაშალომიძე

🔵„არანორმალურად გამიმართლა შენ რომ შემხვდი ჩემი ცხოვრების გზაზე“ - ნოე სულაბერიძის მილოცვა ჯანეტს

🔵„ყველაზე, ყველაზე ლამაზი“ - გიორგი მამარდაშვილის საცოლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს