Digest Logo

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმატის ტურნირის ფინალში ითამაშებს

1792919880
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმატის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, 6-4, 6-7, 6-3 დაამარცხა. 

შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და ბასილაშვილმა 7 ეისი მოაწოდა. მან ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა და რვიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ფინალში, რომელიც დღეს თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, ბასილაშვილის მეტოქე რუსი დანილ მედვედევი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სუპერმსუბუქ დივიზიონში ყველა დროის საუკეთესოა“ - დანამ უაითმა მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანზე ისაუბრა

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ოქტომბერს საქართველოში

🎥 საბავშვო ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული სომხეთი გახდა

✕