Digest Logo

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

1740995607
ნიკოლოზ ბასილაშვილი

33 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2025 წლის პირველი მასტერსის ტურნირის, ინდიან ველსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

პრესტიჟული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი კრისტოფერ ეუბენკსი იქნება, შეხვედრა 4 მარტსაა ჩანიშნული.

ეუბენკსთან წარმატებული თამაშის შემთხვევაში, ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად, ქართველი ჩოგბურთელი სლოვაკ იოზეფ კოვალიკისსა და იაპონელ იასუტაკა უჩიამას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წელს ინდიან ველსის 1000-ქულიანი მასტერსის ფინალში გავიდა. მაშინ გადამწყვეტი შეხვედრა მან ბრიტანელ კამერონ ნორისთან სამ სეტში დათმო.

ამჟამად ქართველი ჩოგბურთელი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 152-ე ადგილზეა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„დედობის ეტალონი ხარ! შენ შეგიძლია მხოლოდ იყო ასეთი დედა, შენი დედობა შემდგარია და შენი დედობა ისტორიას დაწერს!“ - გიორგი ჟორჟოლიანი

⭕„დედა, ყველაფერი კარგის საწყისი და უსასრულობა“ - თიკა ფაცაციას დედას დედის დღეს ულოცავს

🎥 როგორი დედები არიან ზოდიაქოს ნიშნები? და რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი დედა? - ანზორ ოდიშარიას პროგნოზი