შანხაის 1000-ქულიანი მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი ანდრე ილეგენი დაძაბულ, სამსეტიან ორთაბრძოლაში დაამარცხა.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ჩოგბურთელი კანადელ ლიამ დრაქსლერს დაუპირისპირდება.
ამ დროისთვის ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციაში 124-ე ადგილს იკავებს, ხოლო მისი მომავალი მეტოქე ATP რეიტინგში 219-ე პოზიციაზეა.
გადამწყვეტი შეხვედრა 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცირა კობიაშვილის დახვეწილი ლუქი „თბილისობა 2026“-ზე - როგორ გამოიყურებოდა მომღერალი
⭕ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
⭕5-11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: რას გიმზადებთ კვირა?