
ქართველი ჩოგბურთელის მორიგი წარმატება ტორონტოში. ATP-ის 1000-იანი კატეგორიის ტურნირში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე წრეში 22 წლის ავსტრალიელი, რეიტინგის მე-18 ნომერი ალექს დე მინორი დაამარცხა.
ბასილაშვილმა მეტოქე 6:1, 6:1 გაანადგურა და მერვედფინალში გავიდა. ამჯერად მისი მეტოქე 24 წლის პოლონელი ჰუბერტ ჰურკაში იქნება - მან ბასილაშვილთან შეხვედრამდე იაპონელ კეი ნიში-კორის მოუგო.
ამავე თემაზე👇
ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული ახალ ფოტოებს აქვეყნებს
„ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს“ - ბასილაშვილის იურისტების საგანგებო განცხადება