ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ქალიშვილი, ქეთევან დუმბაძე წერს.
„არ ვიცი რა დავწერო, ან მერე შევძლებ თუ არა რამის დაწერას... ამ წუთას მხოლოდ ის ვიცი, რომ აღარ მიყურებს, აღარ მელაპარაკება...“, – წერს ქეთი დუმბაძე.
ნანული გუგუნავა მეუღლის, ნოდარ დუმბაძის შესახებ გადაცემაში „სხვა რაკურსი“ საუბრობდა, ნახეთ მათი სიყვარულის ისტორია:

