
ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განმარტავს, თუ რატომ არ ჩნდება ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში.
„უამრავი კითხვაა, თუ რატომ არ ვჩანვარ. აუცილებლად გეტყვით, არ ვიმყოფები საქართველოში, ვარ სტამბოლში სულ რაღაც ერთი კვირაა, თან მანქანით მომიწია წამოსვლა. ასე გაგრძელდება ნოემბრის 10-12 რიცხვამდე. 22 ოქტომბერს ბარსელონაში მივდივარ, შემდეგ ერთი კვირა ათენში მიწევს გამგზავრება და ამ ყოველივეს შემდეგ დაგიბრუნდებით მაგარი პროექტით და სიახლით“,- ამბობს გოგა მანია.
მისივე თქმით, მუშაობს უდიდეს პროექტზე, რომელსაც „სიკეთის მოტანა“ შეუძლია ადამიანებისთვის.
„ვმუშაობ საოცარ ხალხთან და გუნდთან ერთად. ეს პროექტი ნამდვილად გაგახარებთ“, - აღნიშნავს იგი.
გოგა მანიას განცხადებით, ახალი ინიციატივა შემოქმედებით და სულიერ მიმართულებებს აერთიანებს და მასთან დაკავშირებული დეტალები მალე გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, გოგა მანია საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსია, რომელიც სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.