Digest Logo

ნორა კვიციანი გარდაიცვალა

1670848924
ნორა კვიციანი

ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელში გავრცელდა.
ყოფილი პარლამენტარის, ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი მონაზვნად გასულ წელს აღიკვეთა.

შეგახსენებთ, ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს.

ნორა კვიციანი 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა არღვლიანი (კვიციანი) ყველა ეპიზოდში გაამართლა. მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბრალდება ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინეს.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„თეთრი მთვარე, რომელმაც ბოლო 200 წლის განმავლობაში ააყვავა ამერიკა, წამოვა ჩვენკენ - საქართველოში“ - მიხეილ ცაგარელი

🔵🎥 „კვირის მეორე ნახევარი რომანტიკული ურთიერთობისთვის ძალიან კარგია“ - რას გირჩევთ სოფია ბზეკალავა მიმდინარე კვირაში 

🔵„მიშას სიკვდილი დაგვაბრუნებს იმ სამარცხვინო წერტილში რომელიც დღემდე არ მოშუშებულა, ძმა გაწირავს ძმას და სისხლი სისხლს“ - გუკა რჩეულიშვილი