Digest Logo

„მიშას სიკვდილი დაგვაბრუნებს იმ სამარცხვინო წერტილში რომელიც დღემდე არ მოშუშებულა, ძმა გაწირავს ძმას და სისხლი სისხლს“ - გუკა რჩეულიშვილი

1670837991
გუკა რჩეულიშვილი

ბიზნესმენი გუკა რჩეულიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. რჩეულიშვილის აზრით, საქართველოს 5 პრეზიდენტიდან მიხეილ სააკაშვილი გამორჩეულია თავისი გაკეთებული საქმეებითაც და შეცდომებითაც. 

რჩეულიშვილი წერს, რომ ახლა ექსპრეზიდენტის სიცოცხლე არა მხოლოდ მას სჭირდება, არამედ მთელ ერს, რათა იგივე შეცდომა არ მოხდეს, რაც ზვიად გამსახურდიას დაღუპვას მოჰყვა. 

„ჩვენ ქვეყანაში ამჟამად უამრავი ისეთი რამ ხდება რომ რთულია ამას საქართველოს მოქალაქემ და ზოგადად ღირსების მქონე ადამიანმა მშვიდად უყურო, დარჩე ობიექტურ დამკვირვებლად, დაელოდო სხვას. ამ ყველაფრიდან დღეს მინდა მიხეილ სააკაშვილზე დავწერო ცოტა შორიდან დავიწყებ, მიუხედავად იმისა რომ არასდროს ვყოფილვარ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი, მართალია მისი პრეზიდენტობის დროს 11 წლის ვიყავი, მაგრამ ვერც მაშინ და არც ახლა მის მიმდევრად ვერ ჩავითვლები. რა თქმა უნდა ეს ხელს არ მიშლის მისი სიკვდილი ჩვენი თანამედროვე ისტორიის უდიდეს ლაქად რომ ჩავთვალო. მისი გარდაცვალებით გაჩენილმა სოციალურმა ნაპრალმა კი გამოიწვია ის პოლარიზაცია რომლის შედეგს დღემდე ვიმკით. სამწუხაროდ წარსულს ვერ შევცვლით, უფრო ცუდი კი ის არის რომ მისგან ვერაფერს ვსწავლობთ და ახლა მიჯნაზე ვართ კიდევ ერთი კატასტროფული შეცდომის დაშვების მიშამ ჩემი აზრით ამ ქვეყნის 5 პრეზიდენტიდან ყველაზე მეტი გააკეთა საქართველოსთვის, ასევე უამრავი შეცდომაც დაუშვა, შეიძლება იმაზე მეტიც კი ვიდრე ეს ჩვეულებრივი დინამიკის თანამდევია, უბრალოდ ესეც წარსულია, ჩვენ კი ბრედბერის პერსონაჟები არ ვართ, მისი კარგიც და ცუდიც უკვე ისტორიაა. მისი სიცოცხლის უფლება კი აწმყოა, დროის ერთადერთი რეალური განზომილება, მოცემულობა რომელიც ჩვენ ხელშია. პირველ რიგში მან უნდა იცოცხლოს იმიტომ რომ ადამიანია და ეს არის ჩემთვის მთავარი ღირებულება, მაგრამ ასევე არსებობს ფაქტორი რომელიც ამ კონკრეტული პიროვნების გადარჩენას პოლიტიკურად და სოციალურად მნიშვნელოვანს ხდის, ის ბზარი რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა ზვიადის დროს, კიდევ უფრო გაღრმავდება და აუცილებლად ისევ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადავა,. დაგვაბრუნებს იმ სამარცხვინო წერტილში რომელიც დღემდე არ მოშუშებულა, ძმა გაწირავს ძმას და სისხლი სისხლს. ამ წამს არ მაინტერესებს რას იფიქრებენ გარეთ იმიტომ რომ პროცესი შეუქცევადი გახდება შიგნით, ჩვენს ქვეყანაში. არ სჭირდება ამას ტელეოლოგია და კაზუალურობა, რასაც ახლა ვწერ ეს აუცილებლად მოხდება არ აქვს მნიშვნელობა ვის როდის მიეცით ხმა (მე არასდროს არ მიმიცია არც ნაცების და არც ოცნებისთვის) არა აქვს მნიშვნელობა მოგწონთ მიშა თუ არა, ახლა თუ არაფერი შევცვალეთ და არ გავაპროტესტეთ, არა მხოლოდ ერთი ადამიანის სიკვდილის თანამონაწილე გავხდებით, არამედ ჩვენი ხალხის სამუდამო გახლეჩას მოვაწერთ ხელს. დუმილი დღეს პასუხისმგებლობიდან გაქცევაა, აქ და ახლა ჩვენ მომავლის კონსტრუირებას ვახდენთ, რომელიც ჩვენი ქმედებების ჯამია, უმოქმედობა კი დანაშაულია რომლის შედეგიც გარდაუვალი და დამანგრეველი იქნება ყველასთვის“, - წერს გუკა რჩეულიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მიიღეთ განსხვავებული აზრი ძალით ლიბერალებო! არ მოეწონა ეს სცენაზე „ზასაობა“ კაცების და მერე რა? დაიხურა სპექტაკლი? გააგდეს მოზასავეები?“ - შალვა რამიშვილი

🎥 „ქორწინების დასრულების ინიციატორი მე ვიყავი...“ - რას ამბობს ეკა კახიანი

🔵„ამ ამბავმა მსახიობი გია გურგულია გამახსენა, ითამაშა იმ კაცის როლი, რომელმაც 10 წლის გოგო დედის თვალწინ გააუპატიურა, მერე ყელი გამოჭრა და დედაც ზედ დააკლა“ - ცვატა ბერძენიშვილი