Digest Logo

ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა

1660926155
ნორა კვიციანი

ყოფილი დეპუტატის ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა. ამის შესახებ ინფორმაცია მისი ფეისბუკის გვერდიდან გახდა ცნობილი.

მას საეკლესიო სახელად დედა ქეთევანი ეწო­და.

ცნობისთვის, ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს.

კვიციანი 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა არღვლიანი (კვიციანი) ყველა ეპიზოდში გაამართლა.

უფლებადამცველების ნაწილი მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდა, რადგან ნორა კვიციანის დაპატიმრებას წინ უძღოდა მისი ძმის – ემზარ კვიციანის (ყოფილი პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში) მიერ „ვარდების რევოლუციის” გზით მოსული ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხება, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან მოჰყვა სპეცოპერაცია კოდორის ხეობაში და კვიციანის მომხრეების განიარაღება. თავად ემზარ კვიციანი კი დღემდე მიმალვაში იმყოფება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სანამ უკრაინაში ომია, დღესასწაულებიც და უსასწაულო დღეებიც მხოლოდ მათით იწყება და დაიწყება“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵საქართველოში მიწისძვრა მოხდა

🔵„კარგი დღეა საკამათო საკითხების მოსაგვარებლად“ - მიხეილ ცაგარელი