„ნოროვირუსით ინფიცირების ძირითადი მომართვიანობა 0-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებშია, რადგან ბაღის აღსაზრდელების მართვა შედარებით რთულია - ისინი სითხეს ნაკლებად იღებენ და იოლად გაუწყლოებას ექვემდებარებიან“, - განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.
მისივე თქმით, შემთხვევათა 99%-ში ვირუსის მართვა ბინის პირობებშია შესაძლებელი, არ სჭირდება გადასხმები და მშობლები პანიკას არ უნდა აჰყვნენ.
„უმრავლეს შემთხვევაში ნოროვირუსული ინფექციები ბავშვთა პოპულაციაში იმართება 99 და ზემოთ პროცენტებში ბინის პირობებში. მას არ სჭირდება სტაციონარული მკურნალობა, არ სჭირდება ეგრეთ წოდებული მოდაში შემოსული გადასხმები, რაც საქართველოში კეთდება და სწორედ აი ამ სხვადასხვა ინვაზიური მანიპულაციებით იქმნება ხოლმე პანიკა მშობლებში. ყველა მშობელმა იცის, ვისაც ბავშვი ჰყავს და საბედნიეროდ განათლებული არიან ჩვენი მშობლები, ეცნობიან სწორ ლიტერატურას და მათ შეუძლიათ ეს პაციენტები მართონ ბინის პირობებში, რა თქმა უნდა ექიმთან შეთანხმებულად. არ უნდა აჰყვნენ პანიკას, განსაკუთრებით სოციალურ სივრცეებს, სადაც უამრავი გადაუმოწმებელი მასალაა, ზოგ შემთხვევაში რაღაცაზე დაფუძნებული. უნდა დაუჯეროთ თქვენს ექიმს. იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს აქვს მაღალი ცხელება, სითხეს ვერ იღებს, ლეთარგიულია, ადინამიურია, განავალში არის დიდი რაოდენობით სისხლი, კონტაქტში ვერ შემოდის, რა თქმა უნდა არ არის აქ აუცილებელი სასწრაფოს გამოძახება ბინაზე, თვითონვე შეუძლიათ დროულად წაიყვანოს კლინიკაში.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი ჯანდაცვა, ყველა დროს, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ვითარდება ჩვენი პედიატრიული სერვისები და მათ სტაციონარშიც თუ ამბულატორიულ პირობებში ჩვენ პაციენტებს შესთავაზებენ მაღალკვალიფიციურ მკურნალობას. მთავარი არის არ აჰყვეთ პანიკას, მთავარია არ გადავტვირთოთ კლინიკები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ნაწლავთა ვირუსული ინფექციების, მათ შორის ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციების მართვა ბავშვების შემთხვევაში ხდება ბინის პირობებში. დღის განმავლობაში დაახლოებით 25 ასეთი შემთხვევა მაქვს და საერთოდ არ ვადიფერენცირებ ეს არის ბაქტერიული, ვირუსული თუ ასე შემდეგ.
ბაღის პოპულაციის ბავშვები შედარებით უფრო რთული სამართავია, იმიტომ რომ სითხეს ვერ იღებენ, ადვილად შეიძლება გაუწყლოვდნენ. იგივე შემთხვევები იყო სკოლის აღსაზრდელებშიც. მე მომმართავენ, 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ჩვენ რომ გადავანაწილოთ აი ეს 20-25 ბავშვი, აქ მე განსაკუთრებულ ჯგუფს ვერ გამოვყოფ. ძირითადი მომართვიანობა ყველა ექიმთან, პედიატრიულ პროფილთან არის 0-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.
და შესაბამისად აი ამ ასაკში ცირკულირებდა და ამიტომაც იყო მომართვიანობა სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში იყო, თორემ მოზრდილები სახლში მკურნალობენ. ნოროვირუსული ინფექცია საერთოდ სიმპტომურად ძირითადად 95% შემთხვევებში ბავშვებში მიმდინარეობს უსიმპტომოდ. შეიძლება იყოს ერთჯერადი ღებინება, ან საერთოდ არ იყოს დიარეა და ძირითადი გამოვლინება იყოს ხანგამოშვებითი მუცლის ტკივილი და ეს ჰქონდეს მხოლოდ ნოროვირუსს და ნუ შევქმნით, რაღაც განსაკუთრებულს, იმიტომ, რომ ნოროვირუსი იყო და მომართვიანობაც ყოველთვის იყო. მე ამაზე რამდენიმე ათეული ლექციაც მაქვს წაკითხული, როგორც ჩვენი კოლეგებისთვის, ისე მშობლებისთვის. არის უამრავი ლიტერატურა, მათ შორის ჩემი, სხვისიც, სადაც არის კონკრეტულად მოცემული ნოროვირუსის შესახებ - ჯერ კიდევ ძველი ლიტერატურა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის რაღაც განსაკუთრებული და არც იქნება. სჭირდება სწორი დიაგნოსტირება, რამეთუ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის შემთხვევაში დროულად მიმართოთ კლინიკას. და ექიმმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბავშვებთან სხვადასხვა ინვაზიური პროცესები, მათ შორის ეგრეთ წოდებული გადასხმები, ხშირად არ გავაკეთოთ“, - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ახალი ეტაპი დაიწყო, პირველი ნაბიჯები ბაღში“ - ლიზა ჩიჩუა გიორგი მაქაცარიას კადრებს გვიზიარებს
⭕ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ოჯახური იდილია: ულამაზესი მზის ჩასვლა, კოცონი და მარშმელოუ