2025 წლის 1-ელ სექტემბერს, მომღერალი თამუნა ამონაშვილი 16-წლიანი ლოდინის შემდეგ დედა გახდა.
მას და მის მეუღლეს რეზიკო არჩვაძეს ქალ-ვაჟი შეეძინათ.
წყვილი სტუმრად გადაცემაში „პოსტ ალიონი“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახურ იდილიაზე, ბავშვების გაზრდასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„ძალიან კარგი დედაა, სასწაულებს ახდენს, გადაყოლილია შვილებზე.
ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ძიძა არ გვყავს. გვინდა, თავად გავზარდოთ ბავშვები 2 წლამდე მაინც, სანამ ბავშვები ჩამოყალიბდება“, - თქვა რეზიკო არჩვაძემ.
„ყველაფერი თავდაყირა დადგა ბავშვების დაბადების შემდეგ, გაჩნდა ორი საოცარი ადამიანი, უფალს მადლობა. ყოველ წამს ფიქრობ, როგორები იქნებიან, რანაირი ცხოვრებით იცხოვრებენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, პირველ რიგში ვასწავლოთ სიყვარული, ადამიანობა. ყოველთვის ვლოცულობ, რომ უფალმა მომცეს ამის ძალა, რადგან ეს ძალიან რთულია“, - ამბობს თამუნა ამონაშვილი.
ცნობისთვის, 22-წლიანმა თანაცხოვრებამ მომღერლისა და პროდიუსერის წყვილი ბევრ ქარტეხილს გამოატარა. საქართველოსა და რუსეთში ცხოვრებას თან სდევდა მუდმივი მკურნალობა და შვილთან შეხვედრის დიდი მოლოდინი.
როგორც თამუნა ამონაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, ფიქრობდა, რომ მისი მისია მომღერლობა და ადამიანების ცხოვრების გალამაზება იყო, თუმცა მოხდა საოცრება და დღეს, 60 წელს გადაცილებული მომღერალი, ორი შვილის დედაა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ოჯახური იდილია: ულამაზესი მზის ჩასვლა, კოცონი და მარშმელოუ
⭕შფოთვა და სხეული: რატომ შეიძლება სხეულმა „იფიქროს“ საფრთხეზე მანამდე, სანამ ამას გავაცნობიერებთ?