პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რძალი ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ქმარ-შვილთან გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გავრცელებულ კადრებში ასახულია ოჯახური იდილია, ულამაზესი მზის ჩასვლა და კოცონი:
„სეზონის გამორჩეული მზის ჩასვლა“, - წერს ნანუკა გუდავაძე.
ნანუკა გუდავაძე საზოგადოებისთვის წლებია კარგად ნაცნობი სახეა. ის 2018 წელს ბერა ივანიშვილზე დაქორწინდა და მას შემდეგ წყვილი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ნანუკა და ბერა სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევიან და გამომწერებს ხშირად უზიარებენ როგორც ყოველდღიურ, ისე განსაკუთრებულ ოჯახურ მომენტებს. ბერას და ნანუკას პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. მეორე შვილი, 2023 წლის 20 მარტს ეყოლათ, რომელსაც დადუ დაარქვეს.
ნახეთ, ფოტოები👇



View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შფოთვა და სხეული: რატომ შეიძლება სხეულმა „იფიქროს“ საფრთხეზე მანამდე, სანამ ამას გავაცნობიერებთ?