„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოს მხრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოღების გადაწყვეტილება ნაადრევია - „განხილვის თემაა, ნუ ვიჩქარებთ!“ - ამბობს ბიზნესმენი.
„ტურიზმი, რა თქმა უნდა, ძალიან მოქმედებს ეკონომიკაზე, ლარის კურსის სტაბილურობაზე, ქვეყანას სხვა შესაძლებლობა აქვს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ეს არ არის მარტო ტურიზმი, ადამიანები შესაძლებელია გაექცნენ პუტინის რეჟიმს და ჩამოვიდნენ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის, მაგრამ სავიზო რეჟიმის დაწესება ექსტრემალურად ადრეა, განხილვის თემაა, ნუ ვიჩქარებთ!“, - აცხადებს თემურ ჭყონია.
რუსი ვიზიტორებისთვის ვიზების და ტურისტული გადასახადის დაწესებას ითხოვს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მათ შორის პარტია „დროა“. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის დასუსტების ფონზე, რუსი ტურისტების უკონტროლო შემოსვლა განსაკუთრებულ საფრთხეებს შეიცავს.
ცნობისთვის, საქართველოში მიმდინარე წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 147.7 ათასი, სწორედ რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მზის ერთი თვით ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ამ თვისებებს გააძლიერებს“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„ცხვარიჭამიაში და თიანეთში გზებზე გადავსებულია ნაგვის ურნები და მერე უკვე გზებიც“ - კოტე იანტბელიძე
წყარო: bm.ge