Digest Logo

🎥 „ნუნუ, ჩინური „კრასკების“ მწარმოებელი... კუკალკა“ - სკანდალი შოუბიზნესის წარმომადგენლებში, ატირებული ნუკი და თამო

1740912410
ნუკი, კრისტი და თამო

დიდი დაპირისპირება და სკანდალი შოუბიზნესის წარმომადგენლებს შორის - საქმეშია ნუკი კოშკელიშვილი, თამო ვაშალომიძე და ტრანსგენდერი კრისტი ლაბაძე.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 

თამო ვაშალომიძე მილანის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა. იგი წვეულებაზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, უამრავ ფოტოს უღებდნენ და მისგან სამახსოვროდ ხელმოწერებს ითხოვდნენ. გავრცელებულ კადრებში გვესმის შეძახილებიც, სადაც გასამხნევებლად მოდელის სახელს ყვირიან. 

აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში ტრანსგენდერმა კრისტი ლაბაძემ საკუთარ გვერდზე გადააზიარა და მას ვარსკვლავი უწოდა. ერთი შეხედვით დასაწყისში ვიდეო პოზიტიურ ფონს ქმნიდა მანამ, სანამ ის მსახიობ ნუკი კოშკელიშვილს არ მოიხსენიებდა. 

„ნუნუ, გამარჯობა. მე კრისტუ ვარ ლაბაძე, შენ ჩინური კრასკების მწარმოებელი, რაღაც ვითომ ბრენდი. ის რაც ვიდეოში ნახე, არის უბრალოდ ვარსკვლავი, ანუ ვერსაჩე რომ გიწვევს მილანის „ფეშენ ვიქზე“ იქ ყველაფერი ნათქვამია. 

რა ჭორებიც არ უნდა ყარო, რაც არ უნდა გააკეთო, მოიგონო, რა ბიღმასაც არ უნდა ჩასკდე შენი ბრენდი ყოველთვის ივლის მარტო, შენთან ერთად, სირბილის დროს „თაიმ სქვერზე“. შენ ხარ ქართული რესტორნების წითელ ხალიჩაზე მოსიარულე, თამო ვაშალომიძე კი არის ნამდვილი ვარსკვლავი. კუკალკა, უნდა იცოდე, რომ ქალებს სოლიდარობა აძლიერებთ, რაც შენ არ გაგაჩნია“, - ამბობს კრისტი ლაბაძე.

@kristy.labadze6

♥️

♬ original sound - Kristy.Labadze

ტრანსგენდერის მიერ გავრცელებული ვიდეო ნახა ნუკი კოშკელიშვილმა, რომელმაც ემოცია ვერ შეიკავა და საჯაროდ იტირა. როგორც მსახიობმა თქვა, ბევრი ადამიანის თხოვნის გამო კრისტის ვიდეოთი უპასუხა:

„მე არ ვარ სკანდალისტი, მე მომწონხარ ძალიან, შენი ჟანრი, მომწონს ყველას რომ გვაკრიტიკებ, ისიც ვიცი, რომ შენ მე არ მოგწონვარ და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. 

თამოს ვიდეოსთან დაკავშირებით გეტყვი, რომ მას ვიცნობ გამოჩენის დღიდან, ვმეგობრობ და მომწონს. ის ვიდეო რა თქმა უნდა იყო დაგეგმილი, თამოსთან შეთანხმებით, მას ეს არ სწყენია. ტყუილად გგონიათ, რომ ჩვენს შორის რაღაც „ჩორტის“ ჩაგდება შეგიძლიათ. 

ახლა რაც შეეხება კოსმეტიკას, ჩემს საქმეს ვაკეთებ, ძალიან ბევრს ვშრომობ, არავის ვუდგები ჯიბრში. ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავ იმისთვის, რომ აკრედიტაცია გავიარო და საქართველოში გავიტანო და როცა მიწერ ნაგავიაო, მწყინს. იმდენი შრომა მაქვს ამაში ჩადებული და რატომ მლანძღავ ვერ ვხვდები“, - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

 

@nukikoshkelishvil

Kristi Labadze! ❤️ათაგეთ რა მე მგონი დაბლოკილი ვყავარ .

♬ original sound - Nuki

ნუკი კოშკელიშვილის და კრისტი ლაბაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში მალევე გამოეხმაურა თავად თამო ვაშალომიძეც. ემოციები ვერც მან შეიკავა და მანაც ტირილით გასცა ორივე მხარეს პასუხი:

„სალის წერენ, გაჩუმოს თამომ ლაბაძეო. მეგობრებო, მე არავის ვერჩი, ქრისტისთან გამარჯობა, როგორ ხარ და ნუკისთანაც იგივე მაქვს, არც ერთთან არ ვდაქალობ. რაც შეეხება იმ გადაცემას, შეიძლება გული მეტკინა რაღაცაზე, მაგრამ არაუშავს. მე არავის ვერჩი, არავინ მყავს დაქირავებული, მე რა შუაში ვარ?“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.

 

@tamovashalomidzee

 

♬ original sound - tamo vashalomidze

დაპირისპირება ნუკი კოშკელიშვილსა და კრისტი ლაბაძეს შორის კვლავ გრძელდება. ამ ყველაფრის შემდეგ მათ კიდევ რამდენიმე ვიდეო გაავრცელეს ერთმანეთის საპასუხოდ. 

 

@kristy.labadze6

💋

♬ original sound - Kristy.Labadze

 

@nukikoshkelishvil Part 2 #nohate #nobullying #support #love #kindness ♬ original sound - Nuki

 

@kristy.labadze6 #stitch with @Nuki ♬ original sound - Kristy.Labadze

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„არ ჩარიცხოთ არცერთი თეთრი ფონდში!“ - ქუთაისის ოფროუდ ფედერაცია ნანუკა ჟორჟოლიანს სიცრუეში ამხელს

🎥 „გამიზიარეთ შთაბეჭდილებები“ - მალიბუ ტუღუშმა ახალი სიმღერა „HEARTLESS” ჩაწერა

🎥 „ადამიანი სიზმრის დროს განიცდის გარკვეულ, ეტაპობრივ სიკვდილის მდგომარეობას... ვიმყოფებით შიშის მახეში“ - რას ამბობს ნუცა შანშიაშვილი