მომღერალი ნუცა ბუზალაძე სკანდალის შემდეგ სატელევიზიო ეთერში პირველად გამოჩნდა.
მან რუსეთში სიმღერასთან დაკავშირებით „იმედის“ ეთერში კომენტარი გააკეთა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. როგორც ნუცა ბუზალაძე ამბობს, მას ყველა მეტად გული დასწყდა, რომ გულშემატკივრებმა ფაქტები თავიდან სხვანაირად აღიქვეს.
„რაც ყოფილა კომერციულ შემოთავაზებაზე ყველაფერზე ვთქვი უარი, თუმცა მე ასეთი მეგობრობა ვიცი, ვინც მე ძალიან მიყვარს, დაბადების დღე იქნება, ქორწილი იქნება, სადაც არ უნდა გააკეთოს მე ყოველთვის ჩავალ სტუმრის რანგში“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ნიკოლოზ ხარატის, ოთო ბაზერაშვილისა და ვაჩე ღვინიაშვილის კიდევ ერთი საოცარი შესრულება