
მსოფლიო სუპერვარსკვლავი Justin Timberlake, Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ეწვევა. პოპმუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი კონცერტს 23 ივლისს „დინამო არენაზე“ გამართავს.
სწორედ ამიტომ, „დაიჯესტი“ კიდევ ერთხელ გაგაცნობთ ვარსკვლავის პირად ცხოვრებას:
ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, სიმღერის ტექსტების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობი ჯასტინ რენდოლ ტიბერლეიკი 1981 წლის 31 იანვარს, აშშ-ს ქალაქ მემფისში დაიბადა.
მან პოპულარობა ბოიბენდის - 'N Sync-ის სოლისტობით მოიპოვა. 2002 წელს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი Justified, რომლის მსოფლიო მასშტაბით შვიდ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
მსოფლიო სუპერვარსკვლავს ჰყავს მეუღლე ჯესიკა ბილი და ორი შვილი.
2012 წელს წყვილის ქორწილი ვაიომინგის შტატის მთიან რეგიონში მდებარე მდიდრული სასტუმრო Four Seasons შედგა, ამავე რეგიონში ჩატარდა მათი ნიშნობა.
ჯესიკამ და ჯასტინმა ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს. შემდეგ ოფიციალურად დაშორდნენ, მაგრამ მალევე შერიგდნენ.
ჯასტინი მექალთანის რეპუტაციით სარგებლობს. მისი ყოფილი საყვარლების სია მომღერლებისა და მსახიობებისგან შედგება. ჯასტინს რომანი ჰქონდა ბრიტნი სპირსთან, ბიონსესთან და კამერონ დიასთან.
მეორე შვილზე ბილის ორსულობა 2020 წელს ვარსკვლავური წყვილის გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი იყო, რადგანაც ოჯახი ძალიან ცდილობდა ორსულობის ფაქტი საიდუმლოდ დაეტოვებინათ.
წყვილის უფროსი შვილი 10 წლისაა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა არის აფლატოქსინ M1-ი, რომელიც რძეში აღმოაჩინეს და რამდენად საშიშია ის?
⭕„ასაკი მხოლოდ ციფრებია...“ - დალი ჩიტალაძე დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს გვიზიარებს