
28 წლის გიორგი ლაზარიაშვილი 3 წელია ესტონეთში, ქალაქ ტალინში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, სწორედ იქ დაინტერესდა ცივი წყლების თერაპიით და ახლა მას ინსტრუქტორის წოდებაც აქვს.
-28 გრადუსში, ცივ წყალში შესვლა მისთვის სტრესთან გამკლავების საუკეთესო გზაა.
როგორ გვეხმარება ცივი წყალი სტრესთან ბრძოლისას - აღნიშნულ საკითხზე გადაცემა „შუადღე“ თავად გიორგი ლაზარიაშვილმა ისაუბრა:
„მივხვდი, რომ ეს აქტივობა სიახლეს შემოიტანდა ჩემს ცხოვრებაში, ორი დღის წინ ჩამოვედი საქართველოში და გადავწყვიტე, იმ ადამიანებთან, რომლებისთვისაც ეს უბრალოდ ჰობი არ არის, დამეორგანიზებინა შეხვედრა, სადაც ერთად ჩავიდოდით წყალში.
ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, რომ ცივი წყლების თერაპიის ინსტრუქტორი ვარ, მაინც ვღელავდი, რადგან საქართველოში ჩვენი კულტურის ნაწილი არასდროს ყოფილა.
სიცივეზე ბევრი სტერეოტიპი არსებობს. ოჯახთანაც მქონდა გაუგებრობა, მეუბნებოდნენ გაცივდებიო, მაგრამ 3 წელია საერთოდ არ გავციებულვარ.
ეს არის თერაპია, რომელსაც ავყევი და ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა“, - ამბობს გიორგი ლაზარიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღმერთო, რა სიცოცხლე ბავშვია“ - ნინო თოლორდავა შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
⭕„უსაყვარლესი წყვილი, კარგი დასვენება“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი ქმართან ერთად საფრანგეთში ისვენებს