ფიგურული ციგურაობის გუნდური ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებიდან მაყურებლების წინაშე ბოლო ანასტასია გუბანოვა წარდგა.
მოკლე პროგრამაში მან 67,79 ქულა დაიმსახურა.
დღეს მოკლე პროგრამაში ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა 77,54 ქულა დააგროვა, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა კი რიტმულ ცეკვაში მსაჯებისგან 78,97 დაიმსახურა. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 20 ქულით მეოთხე ადგილზეა.
7 თებერვალს გუნდურ ტურნირში მოკლე პროგრამით ნიკა ეგაძე იასპარეზებს. მილან-კორტინის ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
