Digest Logo

🎥 „ოპერაციაზე რომ შევდიოდი ვიმეორებდი - „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა, გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი“ - გაიცანით, ერთადერთი კაცი საქართველოში, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცის

1730270344
თემურ ხუციშვილი

ახალციხელი თემურ ხუციშვილი საქართველოში ერთადერთი კაცია, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცის. გარდა ამისა, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იგი მათემატიკის მასწავლებელიც იყო. 

თემურ ხუციშვილი თავს მსოფლიოში უბედნიერეს კაცად თვლის, რადგან შოთა რუსთაველის გენიალური ნაწარმოები ზეპირად იცის.

„კოვიდის შემდეგ გადავიტანე ინფარქტი, ოპერაციაზე რომ შევდიოდი ვიმეორებდი „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა, გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი“. ყველაზე რთულ მომენტში კი შვილიშვილებზე ვფიქრობდი. 

„ვეფხისტყაოსანი“ არის ყველაფრის მომცემი, არ არსებობს საკითხი, რომელსაც რუსთაველი პასუხს არ სცემს, თუნდაც მედიცინა. 

რუსთაველს ვეტყოდი კიდევ რა ნაწარმოები ჰქონდა, რომ ზეპირად ვისწავლო. ჩემ ყველაზე საყვარელ სტროფს ვერ ვიტყვი, რადგან ბევრია. 

უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან ზეპირად ვიცი „ვეფხისტყაოსანი“. წარმოუდგენელია ადამიანმა რამდენიმეჯერ წაიკითხოს და არ შეუყვარდეს“, - ამბობს თემურ ხუციშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „შეგიძლიათ ყოველგვარი დავა აღმოფხვრათ, თუმცა ემოციურობა გაიზრდება, ამიტომ ჯობს სერიოზული განაცხადები არ გააკეთოთ“ - 30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

🎥 „გამიხარდა, რომ საშიში არ ვარ...“ - რატომ შეცვალა წამყვანის კითხვა ანზორ ოდიშარიამ?

🎥 ალექსი და სტელა - შთამბეჭდავად შესრულებული ჰიტი „ნიჭიერის“ სცენაზე