ილიაწმინდას საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
ტრაგიკულად დაიღუპა მათი მოსწავლე, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა.
გავრცელებული ცნობით, ლუკა მეთერთმეტე კლასში იყო:
„არის წუთები, როცა სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელსაც მთელი გულით განიცდი…
ჩვენი სკოლა უდიდესმა მწუხარებამ მოიცვა. გარდაიცვალა ჩვენი მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა.
ლუკა იყო სიცოცხლით სავსე, კეთილი, ღიმილიანი, თბილი და ყველასთვის საყვარელი ბიჭი.
ჯერ კიდევ ორი დღის წინ მოვიდა სკოლაში…
წასვლისას გაგვიღიმა, დაგვემშვიდობა სიტყვებით - „მადლობა, ნახვამდის“, ხელი დაგვიქნია და ღიმილით დაეშვა კიბეზე…
ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ეს თითქოსდა უბრალო დამშვიდობება მისი ცხოვრების გზიდან ჩვენთან უკანასკნელი დამშვიდობება იქნებოდა…
ძნელია დავიჯეროთ, რომ ლუკა აღარ შემოვა სკოლაში, აღარ გაგვიღიმებს, აღარ მოგვესალმება…
ძალიან ადრე მოუწია ჩვენგან განშორება...
დაგვრჩება ის ნათელი მოგონებები, რომლებიც მასთან გვაკავშირებს თითოეულს.
ამ უმძიმეს წუთებში ჩვენი სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და თანაგრძნობას ვუცხადებთ ლუკას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
გვიმძიმს საშინლად ასეთი დამშვიდობება.
ნახვამდის, ჩვენო ღიმილის ბიჭო ლუკა“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მამა ყოფილა და ტიროდა ძალიან ხმამაღლა“ - ვინ იყო არასრულწლოვანი, რომელიც თანატოლმა მოკლა