Digest Logo

„ორი ქვეყნის თანამშრომლობით იშხანი აღდგენილია...“ - რას ჰყვება გოდერძი შარაშია

1712650881
გოდერძი შარაშია

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში იშხნის ტაძარზე ემოციურ პოსტს ავრცელებს.

მისი თქმით, ტაძარი აღდგენილია და ფრესკებს არ აწვიმს.

გოდერძი შარაშიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

თითქმის18 წელია ფრესკის ამ ნატეხს ვინახავ. ერთხელ ტაო-კლარჯეთში გადაღებაზე ყოფნისას იშხნის ტაძრის კედლებიდან ფრესკები ჩამოყრილი დამხვდა, მაშინ ეს ერთი ნატეხი წამოვიღე და იქვე ვთქვი, რომ როცა იშხანი აღდგებოდა ამ ნატეხს უკან დავაბრუნებდი.

 ერთი კვირის წინ გიორგი კალანდია დაბრუნდა ტაოდან და გადაცემაში მოჰყვა მოგზაურობის ისტორია და თქვა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობით იშხანი აღდგენილია, გადახურულია - არ აწვიმს და კედლები აღდგენილია. 
როცა მორიგ ჯერზე ისტორიულ ტაოში წავალ ფრესკის ამ ნატეხს დიდებულ იშხანს დავუბრუნებ“, - წერს გოდერძი შარაშია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ

🎥 „როდესაც გადაცემაში მამაზე ვისაუბრე, ჰეითერები წერდნენ, როგორ შეგიყვარდა 7 წლის უნახავი მამაო“ - ბარბარე ჯანაშია

⭕🎥 „ამაზე დიდი ემოციები არ არსებობს“ - ილია თოფურიას დის და დეიდის ემოციები, ჩემპიონის საქართველოში დაბრუნების დროს

🎥 „17 წლამდე დედასთან ერთად მეძინა, დედას პირადი ცხოვრება არ ჰქონია, მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა...“ – ნუცა ბუზალაძის ინტერვიუ დედაზე