
გადაცემა „სთორის“ სტუმარი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იყო.
გადაცემაში მან მამის შესახებ ისაუბრა და მის შესახებ საზოგადოებას უცნობი დეტალები გაუზიარა.
ნანიკოს მამა 27 აპრილს გარდაიცვალა, ტელეწამყვანმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
ნანიკო ხაზარაძის მამას, დავით ხაზარაძეს რამდენიმე წლის წინ დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მწვავე ფორმით მიმდინარეობდა - ტელეწამყვანმა ბევრი ფიქრის შემდეგ მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა.
„ბოლომდე ფეხზე დგებოდა ქალის დანახვისას, ბოლომდე ხელზე კოცნიდა ქალს... მეც მისთვის ღვთაება ვიყავი. ბოლო 3-4 წელი საერთოდ აზრზე არ იყო ვინ ვიყავი. რატომღაც მგონია, რომ ბოლო დღეები და კვირები სრულიად საღ გონებაზე იყო, ღრმად ვარ დარწმუნებული.
გარდაცვალების წინა დღეს, ვერ მოვახერხე მისვლა, არ ლაპარაკობდა და გადავეკიდე, ხმამაღლა მოვუწოდებდი, როდის მოვიდე მითხარი, ვინ ვარ მითხარი მეთქი... ორი თითი ასწია და ორ დღეშიო მითხრა. ზუსტად ორ დღეში გარდაიცვალა, ისე დამიძახა სახელი ნანა, დარწმუნებული ვარ იცოდა ვინ ვიყავი და ზუსტად იცოდა როდის გარდაიცვლებოდა“,- აღნიშნავს ნანიკო ხაზარაძე.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქეით მიდლტონი საჯარო ცხოვრებას უბრუნდება
⭕როგორ გამოიყურება ორსული ლელა კილაძე - ფოტოები ამსტერდამიდან
⭕🎥 „დაგვატკბო თავისი ნამღერით“ - ანდრია ფუტკარაძემ სიმღერა „საქართველო“ შესანიშნავად შეასრულა