Digest Logo

„ოთხი ვაჟის შემდეგ 42 წლის ქალს კიდევ ორი ბიჭუნა - ტყუპები შეეძინა“: პირველი სამედიცინო ცენტრი ახალშობილების ფოტოს აქვეყნებს

1787222121
42 წლის ქალი

„პირველი სამედიცინო ცენტრი“ - First Medical Center სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს. კლინიკაში 42 წლის ქალმა, რომელსაც უკვე ოთხი ვაჟი ჰყავს, ტყუპი ბიჭები გააჩინა.

სამედიცინო ცენტრი ოჯახს ამ დიდ ბედნიერებას ულოცავს და ნდობისთვის მადლობას უხდის:

„42 წლის დედამ, რომელსაც უკვე ოთხი ვაჟი ჰყავს, ჩვენს კლინიკაში კიდევ ტყუპი - ორი ბიჭუნა გააჩინა.

მადლობა ნდობისთვის. „პირველი სამედიცინო ცენტრისთვის“ დიდი პატივია, ვიყოთ ასეთი მნიშვნელოვანი დღის ნაწილი.

გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს“, - აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.