Digest Logo

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ირაკლი რუხაძე „იმედის“ დარბევასთან დაკავშირებით ისაუბრებს

1747806776
ირაკლი რუხაძე

დღეს, 21 მაისს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ირაკლი რუხაძეს ელოდებიან, რომელიც „ნაცმოძრაობის“ დროს, ბიზნესზე ზეწოლის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვისა და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრებს.

მთავარი საკითხი „იმედის“ დარბევა იქნება.

2007 წლის 7 ნოემბრის საღამოს, სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა. შეიარაღებული ნიღბიანი ძალოვნები შენობაში შევიდნენ, თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს და აპარატურა დალეწეს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა მაშინდელი მაღალჩინოსნების განცხადებები.

დარბევისა და „ტელეიმედის“ ხელში ჩაგდების შემდეგ იყო რამდენიმეთვიანი პაუზა. უკანონოდ მითვისებული „ტელეიმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს 2012 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობა დასრულდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ქრისტინე იმედაძის შვილმა სკოლა დაამთავრა - ნახეთ, რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში