Digest Logo

პარლამენტის შენობაში დღეიდან გაუქმებამდე უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

1732857168
პარლამენტი

პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29 ნოემბრიდან, გაუქმებამდე, უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.

„უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც შესაძლოა, 2024 წლის დეკემბერში გარკვეული სირთულეები და პრობლემები შეხვდეს

„დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ღირსეულ პოლიტიკურ სუბიექტად დაფიქსირების გზაზე ისტორიული ნაბიჯია“ - ლუკა ეხვაია ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებაზე

„მთავრობამ და სერიალ „ცხელის ძაღლის“ მოყვარულებმა დამაფინანსა“ - ნუგზარ ყურაშვილს შარდის ბუშტი გადაუნერგეს