Digest Logo

🎥 „პასუხს აგებთ შვილებით და ოჯახის წევრებით!“ - გოგა მანიას მიმართვა მათ, ვინც მაგიასა და მჩხიბავობას მიმართავს

1777886867
გოგა მანია

ეზოტერიკის მცოდნე გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და იმ ადამიანებს აფრთხილებს, რომლებიც სხვების ცხოვრების დასანგრევად შავ მაგიას იყენებენ. მისი თქმით, სხვისი ენერგოველის დაზიანება და „დაბალვიბრაციული არსებების“ გამოძახება დამკვეთისთვის დამანგრეველი შედეგით დასრულდება.

„მეტაფიზიკური არსებები იმდენად ბოროტები არიან, რომ მათთან პასუხს აგებთ - შესაძლოა შვილით ან ოჯახის ძალიან ძვირფასი წევრით“, - აცხადებს მანია და დასძენს, რომ ორთვიანი სიამოვნების ან ფინანსური ინტერესის გამო სხვისი ოჯახების დანგრევა უმძიმესი სასჯელით დაბრუნდება.

გოგა მანიას თქმით, დღეს „მჩხიბავური ჩარევები“ ტრენდული გახდა, რაც სამყაროს ბალანსს არღვევს. მანია პირდაპირ მიმართავს მათ, ვინც სხვისი ქმრებისა თუ ცოლების „ხელში ჩასაგდებად“ მაგიას უკვეთავს.

„მე გპატიობთ ყველა გაკეთებულ მჩხიბავურ ჩარევას, ვიცი თავი როგორ დავიცვა. არსებობს 28 სახეობის ბოროტი ძალა, რომლებიც „გახსნილი არხებიდან“ გადმოდიან და ადამიანებს ცხოვრებას უნგრევენ. 2126 წელს აღარავინ ვიქნებით და არც ჩვენი „ლაქშერი“ ცხოვრება დაგვრჩება, ამიტომ სხვისი ენერგიის დაზიანება დროებითი სიმდიდრის გამო არ ღირს“,- ამბობს გოგა მანია.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

მეტი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით Whatsapp-ზე: 511-17-72-72 - ეკატერინე (გოგა მანიას ასისტენტი)