Digest Logo

🎥 „პატარა ბაია მყავს მუცელში, არ მეგონა ასე მალე თუ დავრჩებოდი ორსულად, რადგან...“ - რას ჰყვება სოფია კვინიკაძე?

1726747846
სოფია კვინიკაძე

სეულში მცხოვრები ქართველი ბლოგერის ცხოვრებაში, რომელსაც ბევრი სახელით - Depressed Georgian in South Korea იცნობს სასიამოვნო სიახლეებია.

ცოტა ხნის წინ, სოფია კვინიკაძე და მისი კორეელი რჩეული დაქორწინდნენ. ასევე სოფიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო სადაც საზოგადოებას ორსულობის შესახებ ამცნო და ოჯახის წევრების რეაქციები გაიზიარა.

ამჯერად იგი იუთუბის საკუთარ არხზე მეუღლესთან ერთად საუბრობს ორსულობის გაგების ემოციებზე და ისტორიაზე:

„როდესაც საქართველოდან დავბრუნდი დაახლოებით ათ დღეში ვიგრძენი რაღაცა ტკივილი, მენსტრუაციას რომ ახასიათებს ეგეთი, მაგრამ მანამდე საკმაოდ დიდი დრო იყო და გამიკვირდა. კი გვინდოდა ბავშვი ძალიან, მაგრამ არ მეგონა ასე მალე თუ დავრჩებოდი ორსულად. საქართველოში რომ ვიყავით მაგ დროს დიდად არ გვქონდა ურთიერთობა, რადგან მენსტრუაცია მქონდა. რომ ვიგრძენი სახლში სულ მქონდა მომზადებული ტესტი, ბევრი ტესტები მქონდა ნაყიდი, რადგან ბავშვი გვინდოდა. შევედი ტუალეტში, თომას ეძინა, კუდიანივით ძალიან მკრთალად დავინახე ხაზი. სიარულისგან მივვარდი თომასთან და გავაღვიძე“,- ამბობს სოფია კვინიკაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ ვუმკურნალოთ უენერგიობას ბუნებრივ პირობებში? - ექიმ ლაშა ჯაყელს რჩევები

⭕„ძალიან ცოტა გვაშორებს ტერიტორიების დაბრუნებამდე...“- რას წერს ნათია ბერიძე

⭕„მოკეტე! არავინ გეკითხება“ - ტეილორ სვიფტმა ამჯერად ფარელ უილიამსი გააღიზიანა