Digest Logo

პატრიარქი შიო მესამე: დიდია ჩვენი მწუხარება, გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს

1795185176
 შიო მესამე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. 

„მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა.

დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს… განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია.

ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა. მის მოწყალებას მივანდობთ ახლად შესვენებულთა სულებს და ლოცვით შევეწევით მათ... შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განუმტკიცოს რწმენა და მიმადლოს ძალა ამ ტკივილის დაძლევისა, დაშავებულთ კი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს.ღმერთმა გააძლიეროს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

19 ნოემბერს ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. დაიღუპა 6 ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორ გამოვიყენოთ შავი პილპილი ნეგატივისგან დასაცავად და მშვიდი ძილისთვის - თაკო მელიქიშვილის ეზოტერული რჩევები

⭕ „მადლობა ღმერთს, გოგონა გადარჩა...მძიმე დღეებს გავდივართ“ - გიორგი ლობჯანიძის გაფრთხილება მზე-მარსის კვადრატზე

⭕მზე მშვილდოსანში გადადის: 22 ნოემბრიდან ზოდიაქოს 6 ნიშანს წარმატებული პერიოდი ეწყება – ვის მოუტანს მშვილდოსნის სეზონი იღბალს?

✕