სოფელ შუხუთის მოსახლეობის ინიციატივით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული ლელობურთი წელს არ გაიმართა. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად მიიღეს.
ტრადიციული თარიღის აღსანიშნავად, მოსახლეობის ჩართულობით, შეიკერა ლელობურთი, რის შემდეგაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სასულიერო პირებმა ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მამა აჭმევს ჩვილებს დედის საფლავზე...“ - გიგა ცხელიშვილი „შოშიების“ ემოციურ კადრებს აქვეყნებს