სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენს ნაკრებს, გერმანიაში, პატრიარქმა გაუგზავნა ღვთისმშობლის ხატი, რომელზედაც უწმინდესმა ჩვენი ფეხბურთელებისთვის ილოცა.
„მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ერისა და ბერის წმინდა მამამ რამდენიმე დღის წინ აკურთხა ათონის წმინდა მთაზე დაწერილი დედა ღვთისმშობლის ხატი რომელიც საქართველოს #ფეხბურთის #ფედერაციამ საჩუქრად მიართვა თავად პატრიარქს
მისმა უწმინდესობამ ილოცა ხატთან და ჩვენი ეროვნული ნაკრების გმირ ბიჭებს კეთილი ადამიანების მეშვეობით ჩაუბრძანა გერმანიაში. მადლობა უწმინდესს, მრავალჟამიერ თქვენი ლოცვა-კურთხევა ამთლიანებდეს და აერთიანებდეს ჩვენს სამშობლოს და მადლობა, მადლის მიმღებ გმირ ბიჭებს.
საქართველო გაბრწყინდება. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“, - წერს ნანა ბეღელაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რონალდუ თუ ფეხბურთის ღმერთია, მამარდაშვილი ვინ გამოდის? ღმერთის ღმერთი!“ - თათია ზუხბაია
⭕გამარჯვების ეფექტი - მსოფლიოში სამი ყველაზე ნახვადი ფეხბურთელი ქართველია