„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთად გადავწყვეტთ, რადგან ბევრი დეტალია შესათანხმებელი და ხვალ დილიდანვე გავაკეთებთ განცხადებას. ხვალ იქნება დასვენებული სამების ტაძარში“, - აღნიშნა დეკანოზმა.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მე აქ დამტოვა, მომასწრო ლევანიკოსთან წასვლა“ - მელიტა ფურცელაძე გარდაცვლილ მეუღლეზე
⭕„ჯადო არის ირაციონალური პასუხი რაციონალურ პრობლემებზე...“ - რას წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე
„ეს ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის“ - მეუფე შიო