დღეს, 17 მარტს მომღერლის ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომღერლის დამ, სალომე კბილაშვილმა გაავრცელა.
მეუღლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს სტატუსს მელიტა ფურცელაძე
„მე აქ დამტოვა. მომასწრო ლევანიკოსთან წასვლა“, - წერს მელიტა ფურცელაძე.
ცნობისთვის, 2023 წლის 21 ივნისს ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჯადო არის ირაციონალური პასუხი რაციონალურ პრობლემებზე...“ - რას წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე
⭕როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა -„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის კომენტარი
⭕„დე, სთხოვე უფალს, ნუ წაიყვანს, ჩვენი პატრიარქი მთელ ერს აქ გვჭირდება!“ - დედა თინათინი