თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეთერ ლიპარტელიანმა შთამბეჭდავად დაასრულა. მან ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ლევი ეფექტური გდებით დაამარცხა.
დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მედიასთან მან პირველი კომენტარი გააკეთა:
„ძალიან გახარებული ვარ, რადგან პატრიარქს შევპირდი, რომ ეს ოქროს მედალი იქნებოდა მის სახელზე, დღეს მთელი დღე ვგრძნობდი, რომ ჩემს გვერდით იყო უფალი და პატრიარქი.
ბოლო 15 წამი იყო დარჩენილი და პატრიარქს ვთხოვე - გთხოვ, მინდა, რომ შენს სახელზე ოქროს მედალი მოვიპოვო-მეთქი, დაღლილი ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი, რომ უსაზღვრო ძალა წამოვიდა, მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის“, - ამბობს ეთერ ლიპარტელიანი.
ნახეთ, ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ სტაფილოს გასაოცარი თვისებები