დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას უზიარებს ინფორმაციას, რომელიც მის პაციენტს შეემთხვა.
„პაციენტი, სტუდენტი ახალგაზრდა გოგო, იმკურნალა წარმატებით აკნეზე. 100%-იანი შედეგი მივიღეთ.
სამწუხაროდ დაუდევრობით, ჩემთან შეთანხმების გარეშე იმის შიშით რომ აკნე ისევ თავიდან არ დამართნოდა, იფიქრა ანალიზებს გავიკეთებო, მივიდა ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც არაფრის მომცემი 1000 ლარის კვლევები დაუნიშნეს, ვიტამინების ნაკლებობა დაუდგინეს და თან უთხრეს - „დაგემართება აბა რა აკნე თავიდან, ვიტამინების ნაკლებობა იწვევს აკნესო".
დაუნიშნეს მულტივიტამინები, რომლებიც პირიქით აკნეს გამომწვევია. სტუდენტმა გოგომ თავისი ძლივს შეგროვებული თანხა ნაგავში გადაყარა, რადგან მოატყუეს.თქვენ უნამუსო შარლატანებო, ყველაფერს აქვს საზღვარი“, - წერს ზაზა თელია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ თმობს არც ცეკვას, არც თეატრს...“ - რატომ აღარ იღებს პატარა ვარსკვლავი ნუცა ფრუიძე ვიდეოებს?
⭕„ჩემი დილის რიტუალი“ - ნახეთ, როგორ უვლის სახის კანს ნუცა ბუზალაძე
⭕„ჩემი 4 პამიდორი... ბედნიერებას არ აქვს საზღვარი“ - რა კადრებს აქვეყნებს ქეთევან ხატიაშვილი