Digest Logo

„პირობს ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დემონსტრანტების უმოწყალოდ ცემა და დარბევა დაუსჯელი არ დარჩეს, ყველას მოგეკითხებათ სამართლებრივი პასუხი!“ - ნინო ლომჯარია

1678363593
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ 8 მარტის ღამეს, ე.წ. „აგენტების შესახებ კანონის“ გაპროტესტების მიზნით, შეკრებილი მოქალაქეების უმოწყალოდ დამრბევი ხელისუფლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის მაქსიმალურს გააკეთებს.

🔵„ქართულმა ოცნებამ რამდენჯერმე პოლიტიკური პირობა გატეხა და ამის ფონზე, ძალიან ძნელია მოწინააღმდეგეთა დარწმუნება“ - გოგა ჩანადირი

ამასთან ლომჯარია სასწრაფოს ექიმების საქციელზედაც ამახვილებს ყურადღებას და მათ მთელ ამ ქაოსში ნათელ სხივს უწოდებს.

„ეს ბოთლი დღეს აღმოვაჩინე ჩანთაში, სასწრაფოს მანქანაში მომცა ექიმმა, ჩემზე მძიმედ მყოფებს რომ დავხმარებოდი. გუშინ ათასობით მოქალაქესთან ერთად მშვიდობიანად ვიდექი პარლამენტის წინ, როდესაც გაფრთხილების გარეშე ყველა მხრიდან დაიწყო გაზის ტყვიების სროლა, გასაქცევი არსად იყო, წამებში შემეკრა სუნთქვა და თვალებში დამიბნელდა, გავიქეცი ქაშუეთის მიმართულებით, სადაც ჭყლეტა იყო, გავრბოდით და გაზის ტყვიები ფეხებში გვეცემოდა, გაჭედილობაში სუნთქვა შეუძლებელი იყო, გაზი კი იმატებდა, იმ წუთას რაზედაც ვფიქრობდი იყო ის, რომ ჩემი ქვეყნის პოლიცია ჭყლეტაში მყოფ ხალხს გაზს ესროდა, საშინელი წამებისთვის და ტანჯვისთვის იმეტებდა მათ, ვისაც რუსეთი არ გვინდა ეს ქვეყანა გახდეს.

პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუშინ არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალის გამოყენება, დემონსტრანტების უმოწყალოდ ცემა და დარბევა დაუსჯელი არ დარჩეს, ყველას მოგეკითხებათ სამართლებრივი პასუხი!

პ.ს. მადლობა სასწრაფოს ექიმებს, თქვენ გუშინ იყავით სინათლის სხივი“, - წერს ნინო ლომჯარია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გაიწვიეთ ეს დედამო@@ნული კანონი და მოუფრთხილდით გულანთებულ ქართველ ახალგაზრდებს“ - ნიკოლოზ რაჭველი

🔵ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აჩვენოს, რომ არ არის არადეკლარირებული რუსული ძალა - საქართველოს პრეზიდენტი

🔵„...ხვდებიან რომ ვიშლებით და 6 გასროლის ხმა ისმის და უკვე ფეხთან, სახესთან და ჩემი მეგობრების კიდურებთან ფეთქდება ეს გაზის ტყვიები“ - გიორგი გიგაშვილი