სამოქალაქო აქტივისტი და ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ე.წ. აგენტების კანონის უკან გაწვევის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ჩანადირი წერს, ხელისუფლებამ რამდენიმეჯერ პოლიტიკური პირობა გატეხა და ახლა მოწინააღმდეგეთა დარწმუნება ძნელი იქნება.
„სამართლებრივად კანონის გაწვევა ასე მარტივი არ არის, მით უფრო, რომ ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი.
ამიტომ, უმრავლესობის განცხადება, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონს გაიწვევს, გაუგებრად გამოიყურება.
მაშინ, კომისიიდან უნდა გამოიწვიონ და მეორე განხილვაზე ჩააგდონ. ხოლო თუ ვნებათაღელვის ჩაცხრობა უნდათ, ესეც ძალიან დაჩქარებულად უნდა გააკეთონ, ისევე, როგორც პირველი მოსმენით მიღებაზე გააკეთეს.
საერთოდ, ქართულმა ოცნებამ რამდენჯერმე პოლიტიკური პირობა გატეხა და ამის ფონზე, ძალიან ძნელია მოწინააღმდეგეთა დარწმუნება, რომ კანონს გააუქმებს.
თუმცა, ეს გაუქმებაც ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან უმრავლესობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელახალ დამტკიცებამდე მის საჯარო განხილვებსა და ხალხისთვის საჭიროების მნიშვნელობაზე ლაპარაკს დაიწყებენ.
თუმცა, გაუგებარია, თუ ასეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი კანონია, მის საჭიროებაზე რატომ არავინ არაფერი თქვა? მერე რის თქმას აპირებენ?
ამ გადმოსახედით ეს კანონი არის მავნებლური, დემოკრატიის შემაფერხებელი, ქვეყანას მავნებლურ მდგომარეობაში აგდებს და დასავლეთთან, სტრატეგიულ მეწყვილეებთან ურთიერთობას მავნებლურად აფუჭებს .
ამასთანავე, კანონს აქვს გვერდის ასავლელი ხვრელები და ასევე, არ ემსახურება ნამდვილად მთავარ იდეას - ქვეყანა მტრული ქვეყნების აგენტებისგან დაიცვას“,- წერს ჩანადირი.
🔵„გაიწვიეთ ეს დედამო@@ნული კანონი და მოუფრთხილდით გულანთებულ ქართველ ახალგაზრდებს“ - ნიკოლოზ რაჭველი