გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც დედობაზე და იქამდე განვლილ გზაზე ისაუბრა:
„5 წელი ველოდებოდი შვილებს. ვერ ვიტყვი, რომ ადრე დავოჯახდი. მქონდა გარე ორსულობა, შეწყვეტილი ორსულობა. ოპერაციებით ვამთავრებდი და ამასობაში კი გავიდა 5 წელი. ღმერთს ვეუბნებოდი, ერთი ბავშვი რა გახდა-მეთქი. უცებ ორი გამოჩნდა ექოსკოპიის ეკრანზე.
საერთოდ ამ გზას რომ ვიყავი დამდგარი ჩემ პროფესიაზეც ვფიქრობდი. იარე თბილისში და გორში. ამხელა საქმეები როგორი პასუხისმგებლობაა. იმაზეც ვნერვიულობდი ბავშვისთვის და სამსახურისთვის როგორ მიმეხედა. პირველად ორი წერტილი რომ, დავინახე შემეშინდა“, - ამბობს თეონა ცირამუა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვიწვალე, თითქმის 30 წელი...“ - როგორ გახდა თამთა დემურიშვილი დედა?
⭕„საოცრად უხდები პარიზს...“ - ევა ბარბაქაძის ფრანგული თავგადასავალი გრძელდება