Digest Logo

🎥 „პირველია კვება, თუმცა ეს ხალხი ღვინოსაც სვავს, აქტიურად მუშაობენ ფიზიკურად და გარემოც მნიშვნელოვანია“ - ნათია ფარცხალაძე დღეგრძელობაზე

1746539283
ნათია ფარცხალაძე:

ფიტნესცენტრი City Fitness-ის დამფუძნებელი ნათია ფარცხალაძე სალომე კასრაძის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც მან დღეგრძელობასა და მის მთავარ კომპონენტებზე ისაუბრა. 

ნათია პროფესიით ჟურნალისტია, კარიერა ტელევიზიით დაიწყო და მოგვიანებით პიარში გადავიდა. 

ნათია ფარცხალაძემ მაყურებელს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა: 

- რას ნიშნავს დღეგრძელობა? რა კომპონენტებისგან შედგება? 

- დღეგრძელობა გულისხმობს დიდხანს და დღეგრძელად ცხოვრებას, ოღონდ ამ ცხოვრების მანძილზე ჯანმრთელად ყოფნას. „ლონჯევითის“ მთავარი მიზანი არ არის ჩვენი ცხოვრების და სიცოცხლის გახანგრძლივება, ამის მთავარი შინაარსი არის იყო რაც შეიძლება ჯანმრთელი, ენერგიული, იცხოვრო სრულფასოვანი ცხოვრებით ნებისმიერ ასაკში. კომპონენტებში ახალი არაფერია, დამყარებულია სწორ კვებაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და გარემოზე. 

- რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ადგილზე ადამიანები 100 წელზე მეტხანს ცოცხლობენ? 

- პირველია კვება, იგულისხმება ჯანსაღი, თუმცა ეს ხალხი ღვინოსაც სვავს. აქტიურად მუშაობენ ფიზიკურად და გარემოც მნიშვნელოვანია. სოციალური გარემო არის მჭიდრო, აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები და ეს არის მთავარი კომპონენტი. 

ყველა ადამიანს სჭირდება კომუნიკაცია, ჯანსაღი კომუნიკაცია კი მშვიდი ცხოვრების საწინდარია. 

რჩევა მაყურებლისთვის: ჯობს ნელ-ნელა დავნერგოთ ეს ჩვევები, ფრთხილად მოვეკიდოთ საკითხს, რომ არ დავისტრესოთ. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სამყარომ გადაწყვიტა, შექმნას თავის სახის მიხედვით ადამიანის სტრუქტურა, რაც ძალიან მიახლოებულია შემქმნელთან“ - რას ამბობს ნუცა შანშიაშვილი

⭕„ნუ შეგეშინდებათ ტალახის, ბალახის, წვიმის ან მტვრის, რადგან როცა ბავშვი თამაშობს ტალახში იგი იმუნიტეტს აშენებს“ - გიორგი ფხაკაძე

⭕„დათოსთვის შეუფასებელი სამკაული ხართ“ - ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა კომოს ტბაზე შვილთან ერთად მოგზაურობენ