Digest Logo

პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია TikTok-ზე თინეიჯერების სახიფათო ტრენდს ეხმაურება - რატომ არ უნდა აჰყვეთ Looksmaxxing-ს?

1791294631
ციცინო შურღაია

პოდკასტ Teen Talk-ის ახალ ეპიზოდში პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ციცინო შურღაია მოზარდებსა და მშობლებს შორის არსებულ უმთავრეს გამოწვევებზე, თინეიჯერებში გავრცელებულ სილამაზის ტრენდებსა და იატაკქვეშა კოსმეტოლოგიის საფრთხეებზე საუბრობს.

ინტერვიუში ყურადღება გამახვილდა TikTok-სა და Instagram-ზე პოპულარულ ტრენდ Looksmaxxing-ზე, რომელიც გარეგნობის მაქსიმალურ სრულყოფას გულისხმობს.

ქირურგმა განმარტა, რომ არსებობს ტრენდის ორნაირი მიმართულება: 

„ლუქსმაქსინგი არის უფრო ზოგადი ფრაზა - Look არის შენი გარეგნობა, Maxxing - ანუ მაქსიმალურად მისი გაუმჯობესება. ამ ტრენდის მიზანი არის შენი გარეგნობის სრულყოფა... ლუქსმაქსინგით დაავადებული იყო მაიკლ ჯექსონი, თქვა, რომ „მე მოვკვდები სრულყოფილიო“, ანუ სრულყოფილებისკენ ლტოლვაა ეს.

თვითონ ლუქსმაქსინგი არის ორი სახის: პირველი Softmaxxing, რომელიც არის საბაზო. Softmaxxing (საბაზო) ითვალისწინებს რას? პირველად სწორ კვებას, რა უნდა ჭამო; სპორტს სპორტული გარეგნობის რომ იყო; აუცილებლად მზე არ უნდა მიიღო, რუჯი; სასმელი არ უნდა დალიო, ალკოჰოლი და სიგარეტი არ უნდა მოსწიო და, რაც ყველაზე მთავარია, ნარკოტიკები... და კიდევ არის Hardmaxxing - ანუ მაქსიმალურად გადაკეთება სახის. ახალგაზრდა და თინეიჯერულ ასაკში ძირითადად მოდიან აზიური თვალების ევროპიზაციისთვის...“,- აღნიშნა ქირურგმა.

როგორც შურღაიამ აღნიშნა, რომ ადამიანი თავად არის საკუთარი სხეულის პატრონი - „შენი სხეული შენი ვიტრინაა“. თუმცა, რადიკალური ქირურგიული ჩარევების ნაცვლად, მნიშვნელოვანია შინაგანი ჰარმონია და საკუთარი თავის მიღება. 

 ინტერვიუ ვრცლად, ნახეთ ვიდეოში:

✕